საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი
, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მას რეფორმირებული პენიტენციური სისტემა დახვდება.
„თუ ჩამოვა სააკაშვილი საქართველოში, მას დახვდება რეფორმირებული პენიტენციური სისტემა, რომელიც არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში დაბრუნდება და გაზაფხულზე „ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებს.

















