logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია, გახსნილი და გამჭვირვალე
ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია, გახსნილი და გამჭვირვალე
14:31 04.02.2019
„გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული იმის თაობაზე, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც იქნება წარმოდგენილი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ იურიდიული კუთხით, ტექნიკურად დასაზუსტებელი იქნება ის, რომ ამ ათ კანდიდატურას ასეთი სახით არ ეყრება კენჭი, ამაზე შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებშიც შევიტანოთ ცვლილება. ეს არის წმინდა ტექნიკური მხარე”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის საბჭო ისევ წარმოადგენს სიას, სადაც კონკრეტული მოსამართლეები იქნებიან, დაუჭერს თუ არა მხარს ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ყველა კანდიდატი შემუშავებული პროცედურებისა და კრიტერიუმების ფილტრს გაივლის და გადაწყვეტილებას პარლამენტი ამის შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ ვართ შეთანხმებული, რომ ჯერ შემუშავდება პროცედურა, კრიტერიუმები. ამ ფილტრს გაივლის ყველა კანდიდატი, მათ შორის ის ათიც შეიძლება, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი, სხვა კანდიდატები. პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია და გახსნილი, გამჭვირვალე. ამის საფუძველზე შეირჩევა 18 კანდიდატი 18 ვაკანტურ პოზიციაზე და მერე უკვე პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვის დაუჭერს მხარს. ჩემი მხრიდან დღეს არასწორი იქნება ვინმეს მხარდაჭერაზე ან მხარდაჭერაზე უარზე საუბარი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უვადო დანიშვნის გადავადებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხი კომპლექსურად უნდა იქნას განხილული და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.

„მოსამართლეთა რაოდენობა არის ერთ-ერთი პრობლემა. ეს საკითხი დაისვა სამუშაო ჯგუფის ფორმატშიც. საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა ბევრად ჩამორჩება იმ სტანდარტებს, რომელიც არის აპრობირებული დასავლეთის სივრცეში და შესაბამისად, ეს იწვევს კონკრეტულ პრაქტიკულ პრობლემებს. მაგალითად, ჭიანურდება საქმეთა განხილვა სასამართლოში და ამ პრობლემაზე მუდმივად საუბრობენ როგორც მოსამართლეები, ასევე, არამოსამართლეები. ეს არის პრობლემა, რა თქმა უნდა, გარკვეულ დაბრკოლებას შექმნის თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული უვადო დანიშვნის გადავადების თაობაზე, თუმცა, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ყველაფერი და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სამუშაო ფორმატის შესახებაც და აღნიშნა, რომ საუკეთესო ფორმატის შესარჩევად, მსჯელობა გაგრძელდება.

„ვმსჯელობთ, თუ როგორ გაგრძელდება ამ საკითხის განხილვა. სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. პრინციპში, ფორმატი, რომელსაც ითხოვენ კონკრეტული სუბიექტები, არის პოლიტიკური ფორმატი. პოლიტიკური ფორმატი ისედაც არსებობს. ეს არის საპარლამენტო კომიტეტი. კომიტეტის სხდომები არის ღია. იქ არის წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია. დასწრების საშუალება აქვს და მონაწილეობის არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს და ინტერესი არის, რომ პოლიტიკური გახდეს ფორმატი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია კომიტეტის ფორმატს მივმართოთ. ამაზე გაგრძელდება მსჯელობა და ვნახოთ, რა ფორმატიც იქნება ყველაზე უკეთესი იმისათვის, რომ სათანადოდ განვიხილოთ ეს საკითხები, იმ ფორმატს შევარჩევთ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა