საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და თემქის და
სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა გაბუნია დღეს მოქალაქეებს შეხვდა.
დეპუტატმა მოქალაქეების პრობლემები მოისმინა და მათი მოგვარებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობები მომზადდება.
„დღეს ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო ჩემს წარმომადგენლობაში. ძირითადი სამუშაო სწორედ მიღების შემდეგ იწყება, როცა მოქალაქეების მიერ დასმული საკითხების მოგვარებისთვის გრძელდება ზრუნვა"-განაცხადა დეპუტატმა.
შეხვედრაზე მოქალაქეების მიერ დასმული საკითხები სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, დასაქმებისა და ჯანდაცვის თემატიკას ეხებოდა.

















