logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლაშა დარსალია საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
ლაშა დარსალია საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
12:26 02.02.2019
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან, კაი კაარელსონთან.

შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ამ კონტექსტში ლაშა დარსალიამ შეშფოთება გამოხატა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის საჭიროებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. აქცენტი გაკეთდა ფორმატის მნიშვნელობაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების და ადგილზე მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით. აღინიშნა ასევე გალის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში განახლების აუცილებლობა.

კაი კაარელსონმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ქართულ მხარეს დახმარება აღუთქვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს თანადგომისთვის, რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს საერთაშორისო არენაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა