logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირლანდიური მხარის განცხადებით, ირლანდია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ამ კუთხით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას მიესალმება
ირლანდიური მხარის განცხადებით, ირლანდია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ამ კუთხით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას მიესალმება
12:16 02.02.2019
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ჰელენ მაკენთისთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები. საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა“, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის საკანონმდებლო, სექტორალურ დაახლოებას და მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

ირლანდიურმა მხარემ განაცხადა, რომ ირლანდია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ამ კუთხით, მიესალმება საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას, კერძოდ, ასოცირებული ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეულ წარმატებებს. დადებითად შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და ხაზი გაესვა, რომ ინიციატივის 10 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირება და შესაბამისი გზავნილები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი იქნება სტიმული, რომ მათ გააგრძელონ დასახული მიზნისკენ განუხრელად სვლა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას საქართველოსა და ირლანდიას შორის ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების, ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების და ასევე, მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა