ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა სენატორ მაიკ ბრაუნთან გამართა
.
საგარეო უწყებათა ცნობით, ქართულმა მხარემ სენატორს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა ამერიკელი კანონმდებლების როლს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების საქმეში, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადავიდეს.
ინსტიტუციური და დემოკრატიული გაძლიერების საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას. არსებობს მყარი გარანტიები იმისა, რომ კონგრესი ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გამყარებაში საქართველოს დაეხმარება და მხარს დაუჭერს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში შეხვედრებს მართავს.
საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა დასაპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

















