logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჟენევაში საქართველოს ჰაერის ხარისხის პოლიტიკის ძირითად მიმართულებები დადებითად შეაფასეს
ჟენევაში საქართველოს ჰაერის ხარისხის პოლიტიკის ძირითად მიმართულებები დადებითად შეაფასეს
10:48 01.02.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ჟენევაში , გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის (CEP) 24-ე სესიაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესზე ისაუბრა. აღნიშნულ სესიას 60-მდე ქვეყნის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

როგორც ნინო თანდილაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის გარემოსდაცვითი რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებისა და დარგობრივ რეფორმებს.

„რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას ჰაერის დაცვის ეფექტიანი ღონისძიებები და ამ პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. ახლადშექმნილი ჰაერის ხარისხის პორტალის ამოქმედება საქართველოში საზოგადოების გარემოსდაცვითი ინფორმირების გამჭვირვალე ინსტრუმენტს წარმოადგენს“, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
„საქართველოში ჰაერის დაცვის მიმართულებით პროგრესი სახეზეა. ახლადშექმნილი ჰაერის პორტალი სრულიად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ცხადყოფს საქართველოს მთავრობის ნებას, დაუახლოვდეს ევროკავშირს. აღნიშნული დასტურია მთავრობის მზადყოფნისა, მოაგვაროს ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არსებული გამოწვევა. ეს არის ძალიან პოზიტიური სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობა აღნიშნულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს“, - განაცხადა ევროკავშირის გარემოს სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს ბრუინინქსმა და რეფორმირების პროცესში ქართველი ექსპერტების გამოცდილებასა და ჩართულობას გაუსვა ხაზი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სესიის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა პანელზე სიტყვით გამოვიდა, სადაც 2016 წელს, ბათუმში გამართული „გარემო ევროპისთვის” მე-8 მინისტერიალზე ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების შედეგები წარადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა