პარტია „ახალი მემარჯვენეები“ საპარლამენტო არჩვენების თარიღის გამოცხადებას მნიშვნელოვანად მიიჩნევს და აცხადებს, რომ
პარტიას საშუალება მიეცემა ნომერი აიღოს.
როგორც „ნიუსპრესთან“ საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ აღნიშნა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ ადრე დაიწყეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თარიღის გამოცხადება იმ თვალსაზრისით, რომ პარტიას საშუალება მიეცემა არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან 5 დღეში თავისი ნომერი აიღოს და საარჩევნო კამპანია ისე წარმართოს“ - აღნიშნა ნაჭყებიამ.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება.

















