logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მოსამართლეებთან დაკავშირებით კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
ირაკლი კობახიძე: მოსამართლეებთან დაკავშირებით კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
15:04 30.01.2019
„მოსამართლეებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და ბუნებრივია, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, –ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს გასაკეთებელია პრაგმატული არჩევანი და მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვა.

„ამ შემთხვევაში, ეს პროცედურაც პოლიტიკური პროცედურაა. როდესაც კონსტიტუციის დონეზე დადგენილია, რომ ერთი კონსტიტუციური ორგანომეორე ორგანოს კანდიდატებს წარუდგენს და შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება, ეს არის წმინდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით მისაღები გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ. აქ აწონ-დაწონვა უნდა მოვახდინოთ. ეს ხშირად იოლი არჩევანი არ არის. გასაკეთებელია პრაგმატული არჩევანი და მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანის უფლებების დაცვაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასეთი პრობლემა სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდათ და ამ ქვეყნებმა ის სხვადასხვაგვარად გადაწყვიტეს, საქართველოს შემთხვევაში კი, ეს მხოლოდ მმართველი გუნდის ნებაზე არ იყო დამოკიდებული.

„თავის დროზე, 2012-2013 წლებში, გარკვეულ პოლიტიკურ დონეზე ჩვენ ზღვარის გავლება მოგვიწია. იმ სისტემის ყველა ძირითადი შემოქმედი დღეს ან სასჯელს იხდის, ან სისხლის სამართლებრივი დევნის გამო ქვეყნის გარეთ არის გასული. სისტემის შემქმნელებთან პასუხისმგებლობა რაც შეიძლება მკაცრი უნდა იყოს, რადგან მათ დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს, ხოლო რაც შეეხება ქვედა დონეს, პრობლემები იყო არა მარტო სასამართლო სისტემაში. იგივე მდგომარეობა იყო ნებისმიერ სამართალდამცავ და არა მარტო სამართალდამცავ სისტემაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სისტემა აბსოლუტურად პოლიტიზებული იყო და მთელი ეს სისტემა, რასაც საჯარო სამსახური და არა მარტო საჯარო სამსახური ჰქვია, ემსახურებოდა ისეთ რეჟიმს, რომლის მთავარი ხელწერა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იყო და შესაბამისად, პასუხისმგებლობის წილი აქვს ძალიან ბევრ, ათი ათასობით ადამიანს, შესაძლოა, ასი ათასობით ადამიანსაც, მაგრამ სადღაც ზღვარის გავლება უნდა მოხდეს.

„გახსოვთ, რომ თუნდაც, ასი ათასობით ადამიანი ხმას აძლევდა იმ რეჟიმს, რომელიც ყველამ ვიცოდით, რომ დანაშაულის ჩამდენი იყო. შესაბამისად, პასუხისმგებლობის წილი აქვს ძალიან ბევრ, ასი ათასობით ადამიანს. თუმცა, სადღაც ზღვარი უნდა გავავლოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ იგივე ფაშისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ, ზღვარის გავლება დაახლოებით იგივე პრინციპით მოხდა.

„ანუ, პოლიტიკურ დონეზე პასუხისმგებლობა დადგა. ასევე, გარკვეულწილად – ქვედა დონეზე, ოღონდ, ინდივიდუალური მიდგომით. რაც შეეხება ზოგადად, ქვედა დონეს, მოხელეების დონეს, მოსამართლეების დონეს, იქ პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი, არ დამდგარა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანი, მოსამართლე იქნებოდა ის, თუ მოხელე, უმძიმეს სისტემას ემსახურებოდა – კიდევ უფრო მძიმე სისტემას, ვიდრე ნაცმოძრაობის რეჟიმი იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა