საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, რომ არჩევნები დემოკრატიულ და სამართლებრივ გარემოში ჩატარდეს, ხოლო წინასაარჩევნო პროცესი გამჭვირვალე იყოს.
ამასთან, მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას, რომლის ინიციატივითაც მიხეილ სააკაშვილი გაზაფხულზე გამოვიდა.

















