საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის
რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის დირექტორთან პროფესორ მესუთ ოზჯანთანშ ეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიას შორის მოქმედებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურებას, გაცვლითი ვიზიტებისა და ერთობლივი პროგრამების შემუშავების ხელშეწყობას გულისხმობს.

















