საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ესპანეთს, სამუშაო ვიზიტით პარასკევს ეწვია-
აღნიშნულია ესპანურ პუბლიკაციებში.
ესპანურ მედიაში აღნიშნულია, რომ დავით ზალკალიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს კოლეგა მინისტრთან, ჟოზეპ ბორელთან და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან, ფერნანდო გრანდე მარლასკასთან გამართავს.
საგარეო უწყების ცნობით, ასევე, იგი ეწვევა სენატს, სადაც პრეზიდენტს, პიო გარსია ესკუდეროს შეხვდება.
მინისტრი ესპანეთის დედაქალაქში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 2004 წელს საქართველოს მთავრობამ ესპანეთში საელჩო გახსნა. საელჩოს გარდა, ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოც მოქმედებს.
საქართველომ და ესპანეთმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი 2017 წლის 10 ივლისს აღნიშნეს.

















