logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმპლემენტაციის პროცესს მიესალმება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმპლემენტაციის პროცესს მიესალმება
11:30 25.01.2019
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მიღებულ რეზოლუციაში, საქართველოს მიერ წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს აფასებს და ორ მნიშვნელოვან მიმართულებას უსვამს ხაზს - იგი მიესალმება საქართველოში ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაციას და საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების გაძლიერებას ემსახურება“,- ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.



მიღებული დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტის გაძლიერების პროცესში, საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ასამბლეის მხრიდან.



„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა რეფორმის განხორციელების ფორმატსა და პროცესს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება იმ ჩართულობით, ღია პროცესს, რომლის შედეგადაც მომზადდა აღნიშნული დოკუმენტი. მათი მხრიდან გვაქვს მხარდაჭერა, რომ ეს ყველაფერი, რაც კანონში უკვე ჩავდეთ, პრაქტიკაში განვახორციელოთ და ჩვენი პარლამენტი ვაქციოთ, რეალურად, ისეთ ძლიერ საკანონმდებლო ორგანოდ, რომელიც არასდროს არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია იმ პირობებში, როდესაც საქართველო ხდება სრულიად საპარლამენტო რესპუბლიკა. შტოთა ბალანსი, რომელიც აქამდე დარღვეული იყო, უნდა გასწორდეს და პარლამენტმა უნდა შეძლოს, სრულად უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს.

როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცალსახად აღნიშნა, ეს პროცესი სწორი მიმართულებით მიგვყავს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა