პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
პარტიის კანდიდატი ყაზბეგის ოლქში ზვიად ქავთარაშვილი იქნება.
„ზვიადი წლების მანძილზე ყაზბეგში საქმიანობდა და კარგად იცნობს რაიონს. დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს საქართველოს პარლამენტში ყაზბეგელთა ინტერესები დაიცვას, რომელთაც, გარდა ზოგადად ქვეყანაში არსებული სირთულეებისა, დამატებით სხვა უამრავი პრობლემა აქვთ - მკაცრი კლიმატი, რუსეთის საზღვრის სიახლოვე და სხვა"- განაცხადა გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძესთან ერთად სტეფანწმინდაში წარდგენას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძეც ესწრებოდა.
„მემარჯვენეები“ დღესვე, რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობასაც შეხვდებიან.

















