საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ზაზა კანდელაკმა ქ.
ამანის მერთან, დოქტორ იუსეფ შავარბესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ზაზა კანდელაკმა ამანის მერს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო.
საგარეო უწყებათა ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ამანის მერიის მჭიდრო თანამშრომლობა ქართულ მხარესთან.
დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ უკვე რამდენიმე წელია ქართული მხარის მოწვევით იორდანიის დელეგაცია „თბილისობის“ დღესასწაულში მონაწილეობს.
ამანის მერმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რასაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ისტორიული კავშირები ხელს უწყობს.

















