logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩვენი ოპონენტები ხშირ შემთხვევაში ისეთ თემებითაც კი სპეკულირებენ, რომელიც ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია
დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩვენი ოპონენტები ხშირ შემთხვევაში ისეთ თემებითაც კი სპეკულირებენ, რომელიც ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია
14:52 24.01.2019
„ქართული ოცნების“ დელეგაციამ არათუ მხარი დაუჭირა მაგნიტსკის სიის“ რეზოლუციას, არამედ მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ დებატებში, ინიცირებაში და აქტიურად იმუშავა პოლიტიკურ ჯგუფებში მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად“,- ასე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებული ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი „ევროპული საქართველოს“ განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველმა გუნდმა ასამბლეის სხდომაზე „მაგნიტსკის სიის“ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

დეპუტატის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან ასეთი საკითხებით სპეკულირება სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები, ხშირ შემთხვევაში, ისეთ თემებსაც კი ეხებიან და სპეკულირებენ, რომელიც საერთო ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია. კონკრეტულად, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ისეთ საკითხთან, რომელზეც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დელეგაციის პრაქტიკულად სრული შემადგენლობა მუშაობდა, რათა ერთიანი დამოკიდებულება ერთიანი რეზოლუციით გამოჩენილიყო და არათუ კონკრეტულად ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა, არამედ, ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფებში გვემუშავა და ერთიანი სულისკვეთება ყოფილიყო იმ საკითხების მიმართ, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების თვალსაზრისით. ამიტომაც, პოლიტიკური უზნეობა სპეკულირებს საკუთარი ქულების დასაწერად. საბოლოო ჯამში, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ინტერესი შეიძლება დაზიანდეს, სხვა აქ ქულებს ვერავინ მოიპოვებს“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ოპონენტებს წინდახედულობისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დაპირისპირება მიზანშეწონილი არ არის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს მთლიანად ტყუილს ეფუძნება.

„მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, იყვნენ ცოტა წინდახედულები და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც პირველ რიგში, მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უსაფრთხოებას და არის საკითხები, სადაც პოლიტიკური ოპონირება არ არის მიზანშეწონილი და მით უმეტეს, გარკვეულ სოციალურ ქსელებში დაპირისპირება, ჩვენს მომხრეებს შორის და ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, ასეთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე -ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი.
ეს რეზოლუცია გავიდა აბსოლუტური მხარდაჭერით და მას ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა