logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს საგარეო უწყება ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს
საქართველოს საგარეო უწყება ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს
14:05 24.01.2019
საქართველო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს ვენესუელას ეროვნული
ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება არ ცნობს ნიკოლას მადუროს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

„საქართველო სრულად უჭერს მხარს ხუან გუაიდოს ძალისხმევას, შექმნას გარდამავალი მთავრობა და ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, კანონის უზენაესობის აღდგენასა და ადამიანის უფლებების დაცვას. საქართველო იმედოვნებს, რომ ვენესუელაში პროცესები წარიმართება მშვიდობიანად, ქვეყნის კონსტიტუციის სრული დაცვით და ვენესუელელ ხალხს მიეცემა სამართლიან და თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ ვენესუელას ლეგიტიმური ხელისუფლება მტკიცედ დაუჭერს მხარს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პატივისცემის თაობაზე.

საქართველო გამოთქვამს მზაობას, განავითაროს ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობები ვენესუელას ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა