logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ივანიშვილი მთავრობას მისთვის მიყენებული საინვესტიციო ზარალის ასანაზღაურებლად 14 დღის ვადას აძლევს
ივანიშვილი მთავრობას მისთვის მიყენებული საინვესტიციო ზარალის ასანაზღაურებლად 14 დღის ვადას აძლევს
12:20 01.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას შორის, შესაძლოა, სამართლებრივი დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში დაიწყოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, 16-17 ივლისს საქართველოში საერთაშორისო იურიდიული ფირმა „სკადენის“ ვაშინგტონისა და ლონდონის ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ შელახულ საინვესტიციო უფლებებს დაიცავენ.

მისი თქმით, „სკადენმა“ ივანიშვილის სახელით იურიდიული დოკუმენტი - „უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ“ მოამზადა, რომლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას 14 დღიანი ვადა მიეცა აღიაროს ჩადენილი უკანონობები და ადვოკატებთან შეთანხმებას მიაღწიოს ბიზნესმენისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

„ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, საინვესტიციო ცენტრს არბიტრაჟის დაწყების შესახებ საჩივარი წარედგინება “ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ამასთან, ივანიშვილის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, დოკუმენტში აღნუსხულია საინვესტიციო უფლების დარღვევის ყველა ფაქტი, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე მოხდა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ჩადენილი უკანონობის აღიარებისთვის ორკვირიანი ვადა მიეცა, არავის აქვს ილუზია, რომ ხელისუფლება ზარალის ანაზღაურების სურვილს გამოთქვამს, თუმცა, ეს ფორმალობაა, იმისთვის, რომ დავა შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

ამასთან, კბილაშვილის თქმით, ივანიშვილისთვის მიყებენული ზარალი რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარია, რომელსაც პროცენტებიც დაემატება.

მისივე თქმით, „უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს უკვე ჩაბარდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა