დავოსის ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა საგარეო
საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუის ალბერტო კასტილიონისთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის საკითხები ორმხრივ, მრავალმხრივ და რეგიონულ ფორმატებში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის გააქტიურების, მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტების, ბიზნეს მისიების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.

















