logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა ბერლინში FAO -სთან თანამშრომლობის განახლებულ გეგმას ხელი მოაწერა
ლევან დავითაშვილმა ბერლინში FAO -სთან თანამშრომლობის განახლებულ გეგმას ხელი მოაწერა
13:37 22.01.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენლის მოადგილეს, რაიმუნდ იელეს შეხვდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს 2017-2020 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების განახლებულ დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგის კონკურენტუნარიანობის ზრდას, სურსათის წარმოების, ხელშეწყობას და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით სოფლად სიღარიბის დაძლევას, ასევე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების მხარდაჭერას.

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ექსტენციის სისტემის განვითარებას, საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული სერვისების ინკლუზიურობის და თანამონაწილეობის უზრუნველყოფას და გარემოსადმი მეგობრულად განწყობილი სოფლის მეურნეობისა და ეკოსისტემების დანერგვას რეგიონებში და, ამ მიზნით, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას.
პროექტის პარტნიორები არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ადგილობრივი თვითმართველობები და პროფესიული განვითარების ცენტრები, ფერმერები და კერძო ბენეფიციარები.

პროექტი 4 წლიანია და აღნიშნული მიმართულებებით ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.
როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, FAO არის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, როგორც დარგში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ისე მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის პრაქტიკაში დანერგვის კუთხით.

„მისასალმებელია, რომ თბილისში მუშაობს FAO -ს 40-მდე თანამშრომელი ცოდნის გაზიარებისა და ექსპერტული დახმარების მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა და მთავრობის მიერ დარგში განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა