logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
მამუკა ბახტაძე: ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
12:19 22.01.2019
„ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ლიეტუველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა როგორც რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ისე - პრეზიდენტთან.

"ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობის ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც აქტიურად ვითარდება. ვაჭრობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ვფიქრობთ, ამ მიმართულებით დამატებითი პოტენციალი არსებობს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში გაიმართება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელზეც შევეცდებით, გამოვავლინოთ ახალი მიმართულებები ეკონომიკური თანამშრომლობის უკეთ განსავითარებლად. ლიეტუვას ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ინოვაციებში და "სტარტაპების" ეკოსისტემის შექმნაში. ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით და ლიეტეუვა ამ თვალსაზრისითაც აქტიურ მხარდაჭერას გაგვიწევს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის მგზავრთაკადის ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თბილისი-ვილნიუსს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რაც მიმდინარე წელს იგეგმება.

"მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ლიეტუვის მხრიდან ყოველდღიურად გრძნობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ლიეტუვა ევროსტრუქტურებსა და ნატოში ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. ჩვენ გვაქვს ახალი სამოქმედო გეგმა და ინიციატივები, რომ საქართველო კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ბუნებრივია, ლიეტუვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ, რისთვისაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს",- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ, ძალიან მდიდარი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტში, ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებთან, რომლებიც ქართულ ენას ეუფლებიან, საინტერესო და მნიშვნელოვანი საუბარი შედგა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა