საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია.
მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები პირსპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ
.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე ვილნიუსის უნივერსიტეტს ესტუმრება, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.
ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ, დალია გრიბაუსკაიტესთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია იმყოფებიან.

















