საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, საგრეო უწყებაში საქართველოში
ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესსისლავა ივანოვასთან შეხვედრა გამართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. პოლიტიკურ დონეზე არსებული ურთიერთობები დადებითდ შეფასდა და განსაკუთრებით მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას ხაზი გაესვა.
ბულგარეთის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები აქტიური თანამშრომლობის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

















