logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორია
მამუკა ბახტაძე: ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორია
16:13 18.01.2019
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოყოფილი თანხა რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება.

„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ საქართველო გავხადოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი. აღნიშნული თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს. ჩვენი თხოვნა ევროპის მიმართ, რომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარება გაზრდილიყო, დაკმაყოფილებულია და მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საკითხზე 21 ნოემბერს გაიმართა პირდაპირი შეხვედრები და კომუნიკაცია ევროკომისრებთან, სადაც ევროკავშირმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სიიდან ერთადერთ ქვეყანას, შესთავაზა აღნიშნული ფორმატი.

„ჩვენ მათთან ერთად გავიარეთ აღნიშნული პროექტები და შესაბამისად, მინდა ჩვენს საზოგადოებას ვამცნო, რომ ეს პორტფელი არის დამტკიცებული. მინდა ყველას მივულოცო და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამ გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხების ინვესტირება მოხდება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში.

„კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ფარგლებშიც, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და რომლის განხორციელება ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს მისცემს ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. აღნიშნულ კონტექსტში, მისასალმებელია ევროკომისიის მიერ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის გამოქვეყნება. საინვესტიციო გეგმის განხორციელებით, შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოგისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა