logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რეჟისორ გოგა ხაინდრავა: ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან პოლიტიკური მხარე და პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან
რეჟისორ გოგა ხაინდრავა: ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან პოლიტიკური მხარე და პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან
15:57 18.01.2019
რეჟისორ გოგა ხაინდრავას აზრით, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან პოლიტიკური მხარე და პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან

„სამწუხაროა, რომ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ნაწილი აღმოჩნდა მხარე. მე ვფიქრობ, ქართველმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის პოლიტიკური მხარე, არანაირი არასამთავრობო და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლები ეს ორგანიზაციები არ არიან, ისინი პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან.



ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მშვენიერაძე, გიგაური, საია არიან პოლიტიკური ორგანიზაციები. ვის გვერდზე იდგნენ, ყველამ ნახა, ვის იცავდნენ, ყველამ ნახა. ამ მიმდინარეობის სრული კრახი ხდება მსოფლიოში. არასამთავრობოების არსი მთლიანად დამახინჯდა. მე ვფიქრობ, მარტო ჩვენნაირ ქვეყნებშია გავლენა მათი მხრიდან. არა მარტო ამ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არამედ „ფრიდომ ჰაუსზეც“ შეგვიძლია იგივე ვთქვათ.



სრული დისკრედიტაცია განიცადა ამ ორგანიზაციამ. სიცრუეზე, ცილისწამებაზე აგებული კვლევები, რომლებიც მერე საჯაროვდება, და განცხადებები, რომლებსაც მერე მათი წევრები აკეთებენ, ნეიტ შენკანი, მაგალითად, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი საფრთხეშია.



ჩემი აზრით, საქართველოში მედიაპლურალიზმი არათუ საფრთხეშია, არამედ აღვირახსნილია. მე ვფიქრობ, იქნებ თვითონ, რამენაირად და არანაირი საკანონმდებლო თუ სხვა ხერხებით, დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, ვინაიდან ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც ამ „ფრიდომ ჰაუსიდან“ გვესმის, მთლიანად ეფუძნება ვითომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების გზავნილებს და დასმენებს, როგორც წესი, ცილისწამებებს. ჩვენ სულ გვესმის მსგავსი ორგანიზაციებისგან, რომ დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია. მე ვფიქრობ პირიქით, რომ დემოკრატიამ დამახინჯებული ფორმა მიიღო და ამ პლურალიზმმაც დამახინჯებული ფორმა მიიღო, იმიტომ, რომ აბსოლუტურად უკონტროლოა.



ერთ-ერთი ძირითადი, ყურებადი არხის ხელმძღვანელი, გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებს სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, პრეზიდენტის ინსტიტუტი და არცერთი პასუხი ჩვენ ქალბატონი პრეზიდენტისგან არ მოგვისმენია. ცილისწამება და ლანძღვა გინება ყოველდღიური, არცერთი პასუხი. ამის შემდგომ, ჩვენ ვიგებთ სხვადასხვა ორგანიზაციის დასკვნას, რომ თურმე ზეწოლაა და წინასაარჩევნო პერიოდი იყო მძიმე. ვისი მხრიდან იყო მძიმე, ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით? ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან იყო მძიმე? რომელიმე თქვენგანი დამისახელებს განცხადებას, სადაც ქალბატონი სალომე ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდა ან ცილს სწამებდა? ნიაღვარი ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციიდან მოდიოდა, რომელიც ტირაჟირებული იყო სააკაშვილის კერძო ტელევიზიიდან და ჩვენ ამის მომსწრე ვიყავით. ამ დროს რას ვხედავთ ჩვენ ამ ანალიტიკური მისიების მონაცემებში? აბსოლუტურად საპირისპირო სურათს, რაც ნიშნავს, რომ მათ თავიანთი თავი ამოწურეს. გავა რამდენიმე წელი და აბსოლუტურ უაზრობაში დარჩებიან. ქართველი საზოგადოება ბევრად უფრო გაიზარდა, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა