logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე Freedom House - ის დასკვნაზე: ეს ან დილეტანტიზმია, ან სუბიექტური დასკვნა, რომელიც საფრთხეს უქმნის თავად ამ ორგანიზაციის იმიჯს
დიმიტრი ხუნდაძე Freedom House - ის დასკვნაზე: ეს ან დილეტანტიზმია, ან სუბიექტური დასკვნა, რომელიც საფრთხეს უქმნის თავად ამ ორგანიზაციის იმიჯს
15:06 18.01.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე Freedom House - ის კვლევების დასკვნაზე საკუთარ შეფასებას აკეთებს:

„მინდა შევახსენო ფრიდომ ჰაუსის ხელმძღვანელობას, რომ სიტყვა „დემოკრატია“ ხალხის ნების გამოხატულებას, ხალხის მმართველობას ნიშნავს. არა რომელიმე ორგანიზაციის ან პოლიტიკური პარტიის მმართველობის, არამედ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის. არჩევნების მეორე ტურის შედეგები იყო სწორედ ქართველი ხალხის ნების გამოხატულება. როგორც ჩანს, Freedom House არ მოეწონა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და გააკეთა სუბიექტური დასკვნა.

რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, აქაც მინდა შევახსენო Freedom House, რომ სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებში მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარე უშუალოდ ერევა პოლიტიკურ პროცესებში და განკარგავს კადრების შერჩევას თუ სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის შემუშავებას. ცოტა არ იყოს, უხერხულია მათი მხრიდან ამ დონის დილეტანტიზმი.

რაც შეეხება ზოგადად დასკვნას და მათ სუბიექტურ პოზიციას, ვეჭვობ, რომ ამ ორგანიზაციას მეორედ მოუწევს ბოდიშის მოხდა ქართველი ხალხის წინაშე. ეს დასკვნა არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მინდა დავამშვიდო Freedom House - ის ხელმძღვანელობა, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება, რადგან დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელია არჩევნები და ამ არჩევნებში ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა. საფრთხე ემუქრება თავად ამ ორგანიზაციის იმიჯს, რადგან ეს ან დილეტანტიზმია, ან რამდენიმე ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე გაკეთებული სუბიექტური დასკვნა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა