logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გოგა ხაინდრავა: სასამართლო ხელისუფლებაში ოდიოზური ფიგურები ვერ იქნებიან
გოგა ხაინდრავა: სასამართლო ხელისუფლებაში ოდიოზური ფიგურები ვერ იქნებიან
13:32 18.01.2019
„სასამართლო ხელისუფლებაში ოდიოზური ფიგურები ვერ იქნებიან, ეს არის ცალსახა, ამაზე საზოგადოებაში ეჭვი აღარ არის და ყველა ნათლად ხედავს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში ყველა მოსამართლე, პროკურორი და მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად მთავრობის მსახური იყო. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ახალი ხელისუფლების პირობებშიც იმავე ცხოვრების წესით იცხოვრონ.

„მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია როგორც პროკურატურაში ისე სასამართლოში. ჩვენ ვხედავთ, რომ აღარ არის ის კატასტროფა, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც მხოლოდ განაჩენების 0,01 პროცენტი იყო გამამართლებელი და ადამიანი სამართალს ვერ პოულობდა. იმ დროს პირდაპირ ადეიშვილის განკარგულებით ხდებოდა განაჩენების გამოტანა. დღეს ასეთი მდგომარეობა აღარ არის.

სასამართლო სფერო ერთ-ერთი წამყვანი და სახელმწიფოს არსებობის საფუძველია. ოდიოზური ფიგურები სასამართლოს ხელისუფლებაში ვერ იქნებიან, ეს არის ცალსახა, საზოგადოებაში ამაზე ეჭვი აღარ არის, ამას ყველა ნათლად ხედავს. ის, რომ მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი არამარტო სასამართლო სფეროში, არამედ არჩევნებთან მიმართებით, მეტყველებს იმაზე, რომ მმართველი პარტია ვითარდება და ესმის საკუთარი ხალხის. როგორ ესმის, ამას ძალიან მალე გავიგებთ, რადგან რამდენადაც ვიცი, საგაზაფხულო სესიაზე უნდა გადაწყდეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. ამაში საზოგადოების ფართო ჩართულობა არის გადამწყვეტი, რადგან საზოგადოება უკვეთავს და მთავრობა ასრულებს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა პრობლემას მოსამართლეთა სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ამ სიაში პრობლემას არამხოლოდ თავად, არამედ მთელი საქართველო ხედავს.

„ვფიქრობ, ამ საკითხზე კითხვის ნიშნები აღარ არის. ახლა ჩვენ ყველა ველოდებით, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რადგან ყველას ესმის, რას ნიშნავს სასამართლო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა