logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ჩვენ მივესალმებით და გვახარებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას ამყარებს
დავით ზალკალიანი: ჩვენ მივესალმებით და გვახარებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას ამყარებს
20:44 16.01.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, საქართველო მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ამყარებს.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკითხის მიმართ დამოკიდებულება კანონიკური პროცესების გათვალისწინებით, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ამყარებს. ამას არა მარტო დეკლარაციულად მივესალმებით, არამედ საქმითაც ვადასტურებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა კონკრეტული ქმედებებით.

„მინდა მოგახსენოთ, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არა მხოლოდ დეკლარაციებში, არამედ გაერო-ს ფორმატებშიც გამოიხატება, სადაც საქართველოს მიერ უკრაინასთან ერთად ინიცირებულია მრავალი რეზოლუცია. უფრო მეტიც, საქართველო არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ თანასპონსორიცაა ამ რეზოლუციების“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ პოზიციები უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების თაობაზე უკვე დააფიქსირეს სახელისუფლებო და საკანონმდებლო შტოს წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, რაც თავის მხრივ ნიშნავს მთლიანად მთავრობის პოზიციას.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მივესალმებით და გვახარებს უკრაინის მიერ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩო შეთანხმებები გვაერთიანებს. შესაბამისად როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ არ გვახარებდეს ეს ფაქტი. ჩვენს პოზიციას ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ. როდესაც მინისტრი ახმაურებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, ეს ოფიციალური პოზიციაა“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კიევისთვის ოფიციალური მილოცვის საკითხთან დაკავშირებით კი დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ საკითხი ეკლესიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს და დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ეკლესიის საქმეებში ჩარევა.

„ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით. მთავარი საკითხი ეკლესიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს”.– აღნიშნა დავით ზალკალიანმა, მინისტრის ინფორმაციით უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მას არაერთხელ ჰქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან სახვადასხვა საერთაშორისო და ორმხრივ ფორმატებში ეხვედრის დროს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა