logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველო სრულად აცნობიერებს საკუთარ როლს შავი ზღვის რეგიონში
ირაკლი კობახიძე: საქართველო სრულად აცნობიერებს საკუთარ როლს შავი ზღვის რეგიონში
15:32 16.01.2019
„შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მდებარეობა გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში საკუთარ როლს სრულად აცნობიერებს და მზად არის, საკუთარ როლს პასუხისმგებლობით მოეკიდოს და წვლილი შეიტანოს მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. მისი თქმით, ქართველ ჯარისკაცებს დღემდე წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებაში ავღანეთის ყველაზე საშიშ რეგიონებში და ეს ძალისხმევა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ათეულობით გმირი მებრძოლის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

„განვლილი გამოცდილება აჩვენებს, რომ მზად ვართ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს როლს და წვლილი შევიტანოთ რეგიონის და მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ ვართ ამბიციური ქვეყანა და ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ გლობალურ უსაფრთხოებაში. მაგალითისთვის, ნატოს მისიის ფარგლებში ფრანგ და ქართველ ჯარისკაცებს აქვთ ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში; ქართველ ჯარისკაცებს დღემდე წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებაში როგორც ავღანეთის ყველაზე საშიშ რეგიონებში, ისე ევროპელ სამხედროებთან ერთად მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ავღანეთში საქართველოს ჰყავს ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მსხვილი სამხედრო კონტიგენტი. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებას, ყველაზე მეტი ჯარისკაცია საქართველოდან წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. ეს ძალისხმევა საქართველოს, სამწუხაროდ, ათეულობით გმირი მებრძოლის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი თავგანწირვის წინაშე და საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის და სხვა თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ხელს უწყობს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, მონაწილეობს მასშტაბური ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში, ასევე, მჭიდრო კავშირები აქვს როგორც მეზობელ, ასევე, ბალტიის ქვეყნებთან.

„უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობისა და საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველოს წვლილი შეაქვს მთელი რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფაში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა