logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონი ფაქტობრივად რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედაა ქცეული
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონი ფაქტობრივად რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედაა ქცეული
15:02 16.01.2019
“დღევანდელ ეპოქაში არსებობენ ძალები, რომლებიც არყევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფუნდამენტს, ძირს უთხრიან ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობენ საზოგადოებებში დაძაბულობასა და დაპირისპირებას, ხელს უშლიან ჩვენს თავისუფალ არჩევანს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთში ყოფნისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი, ტერიტორიების პირდაპირი ოკუპაციით და ანექსიით, შანტაჟით, მუქარით,ძალადობისა და ტყუილების პროპაგანდით, ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი და შეუფერებელი მეთოდებით ხდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე, არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.ირაკლი კობახიძემ ყურადღება ოკუპაციასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და შექმნილი აქვს მარიონეტული ავტორიტარული რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ რეგიონებში ადამიანის უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა: ეთნიკურად ქართველ ბავშვებს წაართვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილება; მიზანმიმართულად, ქართული კვალის წაშლის მიზნით, დაანგრიეს ქართული სოფლები; იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს; გაბატონებულია დაუსჯელობა; ორივე ოკუპირებული რეგიონი, ფაქტობრივად, გადაქცეულია რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედ. ჩვენი დიდი მცდელობების მიუხედავად, ეს ორი რეგიონი ვერ ახერხებს სრულად გაიზიაროს დანარჩენისაქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას უკვე წლებია, რუსეთის მიმართ პრაგმატული, მშვიდობიანი და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა აქვს შემუშავებული. ირაკლი კობახიძის შეფასებით, აღნიშნულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები გააუმჯობესა, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია შესული.

„ეს პოლიტიკა ითვალისწინებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურ ჩართულობასა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივას. მისასალმებელია, რომ რუსეთის შეუვალი სამხედრო-პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ხალხებს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში ფართოვდება, რაც საქართველოში რუსი ტურისტების სულ უფრო მზარდ რაოდენობაზეც აისახება. საქართველოს პრაგმატულმა პოლიტიკამ გააუმჯობესა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია შესული, რადგანაც რუსეთი კვლავ არ ასრულებს საფრანგეთის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ენერგიულად ვაგრძელებთ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა