„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს პარტიების ქცევის კოდექსს შეუერთდეს. ამის შესახებ მმართველი
პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა განმარტა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული დოკუმენტი პარტიების ქცევის წესების შესახებ ყოველგვარი კითხვების გარეშე მიიღო და პარტიის მიერ მომზადებულ დეკლარაციას მეხუთე მუხლის სახით დაურთო.
„სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ არ იზიარებს ამ დეკლარაციას. გაუგებარია რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამიტომ, მოვამზადეთ სარეკლამო კლიპი, სადაც მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დეკლარაციას შეურთდნენ“ - აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, მაჭავარიანმა საზოგადოებას მოუწოდა ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რატომ არ უერთდება „ქართული ოცნება“ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.
პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების დეკლარაციაზე ხელმოწერა პოლიტიკურ ძალებს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 14 ივლისს შესთავაზა.

















