logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძემ ლევილის მამული მოინახულა
ირაკლი კობახიძემ ლევილის მამული მოინახულა
13:21 16.01.2019
საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის ქართულ მამულს ეწვია. თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ირაკლი კობახიძემ ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოზე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და ქართველი სახელმწიფო მოღვაწეების საფლავები გვირგვინით შეამკო.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შთამომავლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„ყოველ ჯერზე ძალიან ემოციურია მათთან შეხვედრა. ამდენი ხნის განმავლობაში, ისინი ინარჩუნებენ ქართულ გენეტიკას და ქართულ ენას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კავშირი იყოს უწყვეტი და უფრო გაძლიერდეს. მნიშვნელოვანია, რომ იმას, რაც აქ 100 წლის წინ წამოსულმა ქართველებმა ასე შეინარჩუნეს და შთამომავლობით გადასცეს, ჩვენც მოვუფრთხილდეთ და დავაფასოთ. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პირველი პარლამენტის შექმნიდან 100 წლის იუბილეა და ესეც განსაკუთრებული, სიმბოლური ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებულად აღნიშნავს პარლამენტი“,- განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, დავით სონღულაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ლევილში სტუმრობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა და ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა, ირენ ციციშვილმა.

„ემოციური დღეა, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ვიზიტის პროგრამაში ფაქტობრივად მთელი დღე მიუძღვნა საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს, პატივი მიაგო პირველი პარლამენტის თავმჯდომარეს და შემდეგ ჩამოვიდა ლევილში. ლევილი არის ძალიან სიმბოლური კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობისა, რადგან ლევილში ჩამოვიდნენ ის ქართველები, რომლებიც პოლიტიკურ ემიგრაციაში წამოვიდნენ საქართველოდან. მათ აქ გააგრძელეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ამ უდიდესი დემოკრატიული ინსტიტუტის პირველი პირი ჩამოვიდა, მოინახულა ადგილი, დაინტერესდა მომავალი პროექტებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“,- აღნიშნა ირენ ციციშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა