logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
13:12 16.01.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.



ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.



„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობები. მზარდია ეს კავშირები, ასევე, ურთიერთობები განათლების კულტურის სფეროში გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით.



დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საფრანგეთთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.



„ჩვენი მიზანი, როგორც მოგეხსენებათ, არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ კუთხითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და რა თქმა უნდა, როცა საუბარი გვაქვს ჩვენს კოლეგებთან, ყურადღებას ვამახვილებთ ამ ასპექტზეც. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საფრანგეთის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დისკუსია ჩვენს ფრანგ კოლეგებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრის მნიშვნელობა. ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის დღევანდელი დღე ემოციური იყო.



„ზოგადად, როდესაც გვაქვს ასეთი ვიზიტები, შესაძლებლობას არ ვუშვებთ ხელიდან, რომ შევხვდეთ დიასპორის წარმომადგენლებს. საფრანგეთში მოტივაცია არის განსაკუთრებული, გამორჩეულია ჩვენი ფრანგული სათვისტომო პირველ რიგში იმით, რომ მისი წარმომადგენლები არიან ჩვენი გამორჩეული წინაპრების შთამომავლები.



დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ თვითმყოფადობას და დღევანდელი დღე ამ კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებიც მიმოიხილა და ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა მნიშვნელოვანი იქნება ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ.



„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ გადავალთ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების შედარებით მშვიდ რელსებზე. გვაქვს უამრავი სირთულე, უამრავი გამოწვევა ყველა მიმართულებით. აქტიურ რეჟიმში მიდის ამაზე მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა, საფრანგეთის მხარდაჭერა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა დიასპორასაც შეუძლია. დიასპორის წარმომადგენლები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ელჩები შესაბამის ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, გვაქვს თქვენი დიდი იმედი, რომ თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი ინტერესების საერთაშორისო დონეზე გატანაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა