logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია: ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ წარმოდგენილნი იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებად
ეკა ბესელია: ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ წარმოდგენილნი იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებად
12:38 16.01.2019
პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის და კანონში შესაბამისი ცვლილებების მომზადების მიზნით დაინტერესებულ წრეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

აღნიშნული საკითხების განხილვას დაეთმო ეკა ბესელიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების შეხვედრა. როგორც შეხვედრაზე პარლამენტის წევრმააღნიშნა, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ წარმოდგენილნი იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებად და სასამართლო სისტემაში ადვოკატთა გაერთიანებებიდან მოვიდნენ.

„ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც არის ყველაზე დიდი პროფესიული გაერთიანება, ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირეა სასამართლო რეფორმის და თანამოაზრეა ისეთ საკითხებში, როგორიცაა დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებსაც შეეძლოთ ამ კონკურსში მონაწილეობა და კანდიდატების დასახელება. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაცია, რომელთანაც ყველაზე ბუნებრივი ბმა მაქვს ჩემი წარსული პროფესიიდან გამომდინარე, უნდა იყოს ძლიერი მოკავშირე ჩვენი საერთო მიზნისკენ ბრძოლაში და საერთო მიზანი არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, სამართლიანი მართლმსაჯულება, რომელიც თითეული ადვოკატისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიმართვასაც გამოეხმაურა და იგი „მძიმე განცხადებად“ შეაფასა.

„მან თავისი მიმართვით შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის წევრებს და ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც ძალიან ცუდად მოიხსენია, ეს იყო სრულიად მიუღებელი ფორმა, რაზეც საჭიროა ძალიან მკაცრი პასუხი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრები გედევან ფოფხაძე და დავით ჭიჭინაძე დაესწრნენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა