"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების
წარდგენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა უნდა იყოს სამართლებრივად რეგულირებული, რომელიც უნდა იცავდეს სამართლებრივი განჭვრეტადობის, ეფექტიანობის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სხვა ძირითად პრინციპებს"- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ, რომელიც 5 ძირითად პრინციპს მოიცავს:
1. საკონსუტლაციო ჯგუფის შექმნა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი.
საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 7 წევრის შემადგენლობით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეირჩევიან შემდეგი წესით: საქართველოს უზენაესი სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წარადგენს 2 წევრს; საქართველოს სახალხო დამცველი - 2 წევრს; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - 2 წევრს; საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს - 1 წევრს;
საკონსულტაციო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას კანდიდატთა შესახებ. საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის.
კანდიდატების შერჩევის პროცედურაში დამატებითი რგოლის, საკონსულტაციო ჯგუფის შემოტანით მინიმუმამდე არის დაყვანილი პროცესის არაკეთილსინდისიერად და სუბიექტურად წარმართვის შესაძლებლობა.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება
უზენაესისასამართლოსმოსამართლეობისკანდიდატთაშერჩევისმიზნითიუსტიციისუმაღლესისაბჭოაცხადებსკონკურსსსაქართველოსოფიციალურიბეჭდვითიორგანოსმეშვეობით.კონკურსიცხადდებაერთანრამდენიმევაკანტურადგილზეკონკრეტულისპეციალიზაციების(სისხლისსამართალი,სამოქალაქოსამართალი,ადმინისტრაციულისამართალი)მიხედვით.
3. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი.
პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ კანდიდატთა შერჩევის პროცესის სანდოობისაკენ არის მიმართული.
პროცესის მიუკერძოებლად წარმართვის მიზნით საბჭოს მოქმედ წევრს არ უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი.
4. გასაუბრების ღიად ჩატარება
კანდიდატთანგასაუბრება უნდა ჩატარდეს საჯაროდ. იუსტიციის უმაღლესი საბჭომუნდა უზრუნველყოსგასაუბრებისტრანსლაციასაკომუნიკაციოსაშუალებებისგამოყენებით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ კანდიდატთან გასაუბრების პროცესს და დაუსვან კანდიდატს შეკითხვა.
5. გადაწყეტილების კონსესუსით მიღება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსით, ღია სხდომაზე.
კონსესუსიყველაზეკარგსაშუალებასწარმოადგენს,რათამიღწეულიქნასშეთანხმებაისეთკანდიდატზე,რომელიცობიექტურადდააკმაყოფილებსსაქართველოსუზენაესისასამართლოსმოსამართლეობისმაღალპროფესიულდამორალურსტანდარტს.

















