logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი დიასპორას: მადლობელი ვარ იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებაში შეგაქვთ
დავით ზალკალიანი დიასპორას: მადლობელი ვარ იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებაში შეგაქვთ
18:39 31.12.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ქართულ დიასპორას მიმართავს და შობა-ახალ წელს ულოცავს:

"ძვირფასო თანამემამულენო,

გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალს წელს, გისურვებთ ნათელ მომავალს, მშვიდობას და დღეგრძელობას!

პირველ რიგში, მადლობელი ვარ იმ უდიდესი თანადგომისათვის, რასაც წლებია, სამშობლოსგან შორს მყოფი თანამემამულეები გამოხატავთ სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი სამშობლოსთვის უაღრესად მიშვნელოვანია თქვენი სიძლიერე, წარმატება და კეთილდღეობა, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ უმთავრეს მიზნად დაისახა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა.

ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2018 წელს, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება და განვითარება; პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში. შედეგად, გაუქმდა ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას, შესაბამისად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც, ჩვენს თანამემამულეებს საშუალება ექნებათ შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც ამ მიზეზით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, მიენიჭათ მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო საქრთველოს პარლამენტის და განსაკუთრებით დიაპორასთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის წვლილი.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო სახელმწიფო სტრატეგიის -„ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ იმპლემენტაცია, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ პირველი მსგავსი სახის დოკუმენტია და ემსახურება ქართული დიაპორის გაძლიერებას, მათ მეტ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში.
2018 წელს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წარმატებით დაგვირგვინდა უმნიშვნელოვანესი პროექტი, კერძოდ, მომზადდა და დაიბეჭდა საკვირაო სკოლების ინტეგრირებული (ქართული ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია) სახელმძღვანელოების სამი საფეხურის კომპლექტი, რომელიც სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცემათ საზღვაგრგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებს.

წარმატებით ავამოქმედეთ „ახალგაზრდა ელჩების პროგრმა“ და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს მივეცით შესაძლებლობა უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა.
განვლილი 2018 წელი, საქართველოსთვის იყო გამოწვევების, მაგრამ ამავდროულად, ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადასვლის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების, ახალი მიდგომებისა და სტრატეგიების შემუშავების წელი. ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესი იყო ქართული დიასპორის ჩართულობა და მხარდაჭერა. მადლობელი ვარ იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებაში შეგაქვთ. დარწმუნებული ვარ 2019 წელს, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ კვლავაც შევძლებთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასძლევას და ჩვენი ქვეყნის ღირსეული, ევროპული მომავლის უზრუნველყოფას"-ნათქვამია ზალკალიანის მისალოც წერილში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა