logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ეკა ბესელიას გადადგომასა და პროცედურას შორის ვერანაირი კავშირი ვერ იქნებოდა
ირაკლი კობახიძე: ეკა ბესელიას გადადგომასა და პროცედურას შორის ვერანაირი კავშირი ვერ იქნებოდა
18:11 27.12.2018
„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა თავდაპირველად, საკუთარი პოზიცია, რომ შესაძლებლად მიაჩნდა ამ პროცედურის გადატანა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ობიექტური პრობლემა უზენაეს სასამართლოში და ასევე, გაკეთდა ჩემი მხრიდან განცხადება იმის თაობაზე, რომ წელს აღარ ვიღებდით გადაწყვეტილებას, თუ ვინ ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. შესაბამისად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ამ შემთხვევაში, ქალბატონი ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.



ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხის განხილვა გაიმართა როგორც საპარლამენტო, ასევე, პარტიულ ფორმატში.



„ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა საპარლამენტო ფორმატში. ასევე, პარტიულ ფორმატში შედგა შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთან. ორ ნაწილად იყო გაყოფილი ეს შეხვედრა. პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა ამ შეხვედრას, სადაც იყო განხილული როგორც პროცედურა, ასევე, საუბარი იყო კანდიდატებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პროცედურას, იქ თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ საჭიროა, რა თქმა უნდა, სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, სასამართლოში, არის წარმოდგენილი 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლე. შესაბამისად, ეს, ბუნებრივია, აფერხებს საქმეთა სრულ განხილვას უზენაეს სასამართლოში. აქედან გამომდინარე, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, ამ შემთხვევაში, მას მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატებს, პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თითოეული კანდიდატი ინდივიდუალურად უნდა განხილულიყო და დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ. ეს იყო საერთო პოზიცია”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისგან, გამოითქვა სურვილი, რომ პროცედურა და კრიტერიუმები წინასწარ გაწერილიყო და საკითხის განხილვა ამის შემდეგ დაწყებულიყო. მისივე განმარტებით, გუშინ გაკეთებული განცხადების შინაარსი გულისხმობდა არა მხოლოდ იმას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების საკითხს პარლამენტი მოგვიანებით მიუბრუნდება, არამედ იმასაც, რომ გაიწერება პროცედურები და კრიტერიუმები, რის შესაბამისადაც, ჩამოყალიბდება განახლებული სია და საქართველოს პარლამენტი სწორედ ამ განახლებულ სიას განიხილავს.



“ჩვენ გუშინ არამარტო ის ვთქვით, რომ წელს არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვთქვით, რომ იყო სურვილი გამოთქმული სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის, იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები, სხვა დაინტერესებული მხარეები. მათ თქვეს, რომ უმჯობესი იყო, ჯერ წინასწარ გაწერილიყო პროცედურა და კრიტერიუმები და ამის შემდეგ დაწყებულიყო უკვე საკითხის განხილვა და ჩვენ ზუსტად ამას დავუკავშირეთ ჩვენი გუშინდელი განცხადება. ეს ზუსტად ამას ნიშნავს. არა მარტო ის არის ჩვენი განცხადების შინაარსი, რომ მოგვიანებით მივუბრუნდებით ამ საკითხს, ჯერ გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები. ეს თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ამ პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად ჩამოყალიბდება განახლებული სია და ზუსტად ამ განახლებულ სიას განიხილავს საქართველოს პარლამენტი. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, როგორც პროცედურასთან დაკავშირებით, ასევე, შინაარსთან დაკავშირებით, განცხადება უკვე გვქონდა ჩვენ გაკეთებული მანამდე, აქედან გამომდინარე, ვერანაირი კავშირი ვერ იქნებოდა, ბუნებრივია, გადადგომასა და პროცედურას შორის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა