logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ძალიან მყარი და სტაბილური უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში 2020 წლის ბოლომდე
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ძალიან მყარი და სტაბილური უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში 2020 წლის ბოლომდე
17:55 27.12.2018
„გუნდი არის ძლიერი, მას ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას 2018 წლის ბოლომდე და ასეთივე რეჟიმში მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.



კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, დაიშალოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გუნდი არის მყარი და რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას - ეს მმართველი გუნდისთვის პრინციპული საკითხი არ არის, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებები შესატანი არ არის. მისივე თქმით, მცირე გადაადგილებები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.



„გუნდი არის მყარი. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, პრინციპული ეს ჩვენთვის არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები არ არის შესატანი. კონსტიტუცია არის მიღებული და ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობას, ზოგადად, აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ზოგადად. აქედან გამომდინარე, გუნდთან დაკავშირებით, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი არის მყარი. რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, როგორიც მოხდა, მაგალითად, დღეს იურიდიული კომიტეტის შემთხვევაში, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუმცა, რაც შეეხება, ზოგადად, გუნდის სიძლიერეს, გუნდი არის ძლიერი, მას ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას 2018 წლის ბოლომდე და ასეთივე რეჟიმში მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, „ვინც თამაშობს გუნდურ თამაშს, ის იქნება გუნდის ნაწილი“.

„ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ გუნდის ერთიანობა. ვნახოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად გუნდი არის ძლიერი და გუნდი აუცილებლად დარჩება ძლიერი 2020 წლის ბოლომდე და ზუსტად ასეთი სახით მოვემზადებით ჩვენ საპარლამენტო არჩევნებისთვის.



„ქართული ოცნება“ ძალიან მყარად იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ძალიან მყარი და სტაბილური უმრავლესობით 2020 წლის ბოლომდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა