logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელიამ გადადგომის მიზეზები განმარტა
ეკა ბესელიამ გადადგომის მიზეზები განმარტა
15:40 27.12.2018
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა და გადადგომის მიზეზები განმარტა.

„ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშულება იხილოს გამჭვირვალე პროცესი და ჩართული იყოს მოსამართლეებად მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს კრიტერიუმებით დადგენილ წესით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურების სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანს და სწორს.

სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. უნდა იყოს ყველას პროცედურა გაწერილი. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს.

ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა. რატომ არ გავაკეთ ეს განცხადება გუშინ. მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამ განცხადების შემდეგ ვაკეთებ მე განცხადებას გადადგომის თაობაზე.

მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას კომიტეტის თავმჯდომარედ ისეთი კანდიდატის თაობაზე, რომელიც ასევე დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი, ძალიან ღირსეული და ფასეულობების დამცველი.

მაღალი რეპუტაციის მოსამართლეების შერჩევა უვადოდ და ამ პროცესის გამჭვირვალედ, საზოგადოების ფართო მონაწილეობით წარმართვა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, ეს არის ჩვენი დაპირება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი და ეს არის ჩვენი შვილების მომავალი.

და ბოლოს, ნებისმიერი სპეკულაცია რომ გამორიცხოს და არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები პარტიის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ვამბობ პირდაპირ, ვამბობ ღიად და ვამბობ სიმართლეს- ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცედურის დაცვით, კანონის დაცვით და გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება. ეს იყო მისი პოზიცია. მე არ ვიქნები მართალი, რომ მე თქვენ ეს არ გითხრათ. სხვა კითხვები - ვინ, რატომ, ვინ მოიაზრება, ამაზე სხვადროს, სხვა ფორმატში, მოგვიანებით. გითხარით ის, რის თქმაც მიმაჩნია, რომ დღეს არის საჭირო. ეს არის სიმართლე და ეს არის ის რაც, საზოგადოებას არ უნდა დავუმალო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა