logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა რუსეთის ფედერაციის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს გმობს
საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა რუსეთის ფედერაციის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს გმობს
15:00 27.12.2018
საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს გმობს.



ასამბლეა რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ ქმედებებს საერთაშორისო სამართლისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უხეშ დარღვევად და რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო აგრესიის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.



დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამი ხელმომწერი სახელმწიფოს პარლამენტები არასდროს შეურიგდებიან რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებით ოკუპაციასა და ანექსიას და უკანონო ქმედებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან.



რეზოლუციის თანახმად, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ სამხედრო ქმედებებს ქერჩის სრუტეში.



დოკუმენტის მიხედვით, სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას ხომალდების დაბრუნებისა და უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მოსამსახურეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ასევე, ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში თავისუფალი საერთაშორისო ნაოსნობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.



„საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რეპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულებების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს უკანონოდ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეების დესტაბილიზაცია და პატივი სცეს ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“,- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.



დოკუმენტში ხაზგასმულია საერთაშორისო თანამეგობრობისა და სტრატეგიულ პარტნიორების მიერ შესაბამისი ზომების მიღებისა და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის მნიშვნელობა.



„საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რეპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის მთავრობებს, გააერთიანონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ უკრაინული ხომალდებისა და ეკიპაჟის წევრების გათავისუფლება; უზრუნველყონ ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში უსაფრთხო საერთაშორისო ნაოსნობა; და იმოქმედონ მათი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევების წინააღმდეგ“,- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა