logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროფკავშირები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროფკავშირები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
14:50 27.12.2018
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის საკითხს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის, კანონიერებისა და სამართლიანობის სტანდარტებს. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რითაც დარეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების წესი იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას კანდიდატების შერჩევის ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურა.

ამასთანავე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას აღნიშნული საკითხის საგაზაფხულო სესიამდე გადადების შესახებ და იმედოვნებს, რომ ამ საკითხის განხილვას პარლამენტი დაუბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო რეგულაციებით მკაფიოდ განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა.

პროფკავშირების გაერთიანება, დადებითად აფასებს პარლამენტის ახალი რეგლამენტით დადგენილ წესს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ქმნის ჯგუფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ პროცესის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წრე არ შემოიფარგლოს მხოლოდ მოქმედი მოსამართლეებით და საზოგადოებრივი ნდობის მანდატის მქონე, სამართლის სფეროში აღიარებულ პროფესიონალებს, ასევე, მიეცეთ შესაძლებლობა გააკეთონ განაცხადი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოსტზე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, დადებითად აფასებს „შრომის კოდექსში“ 2013 წლის ცვლილებების შემდგომ შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას და დასაქმებულთა სასარგებლოდ მოგებული საქმეების ძალიან მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს, თუმცა, აქვე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს, როგორც დოქტრინალური ორგანოს, როლსა და მნიშვნელობაზე, რომელიც ქმნის ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას ქვეყანაში და იმ ხარვეზებზე, რომელიც თან ახლავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურას. ცხადია, რომ სამართლიანი სასამართლო მხოლოდ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ განხორციელებული მართლმსაჯულებით მიიღწევა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამკვიდრებისა და შემდგომი განვითარების მიზნით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

 დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დაკომპლექტების წესის ღია, კანონიერ, სამართლიან და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძვნებულ პროცედურას.
 უზრუნველყოს, ამ საკითხზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და მისი ეფექტიანი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხის განხილვისას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა