logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის ბიურომ 26-28 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
პარლამენტის ბიურომ 26-28 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
18:24 26.12.2018
პარლამენტის 2018 წლის 22 დეკემბრიდან მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის 26-28 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეუძღვებოდა.

24 დეკემბრის ბიუროს შემდეგ პლენარულ სხდომათა დღის წესრიგს კიდევ რამდენიმე განსახილველი საკითხი დაემატა. პირველ საკითხად წარმოდგენილია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი,რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს და რომლის მიხედვითაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა, ნაცვლადოცდახუთი წლისა, განისაზღვრება ოცდაათი წლით.

დამატებულ საკითხთა შორისაა ასევე კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (თამბაქოს შემცველობით ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ერთ აქციზურ განაკვეთს განსაზღვრავს), საკანონმდებლოპაკეტები ტყის კოდექსში და დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულიღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის რატიფიცირების საკითხი, „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი, კანონპროექტი „საქართველოს მეცნიერებათაეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (არეგულირებს, პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად არჩევასთან და სტიპენდიატის ასაკთან, სტიპენდიის ოდენობასთანდა სტიპენდიის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს), კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შექმნილი „დედაენის“ სახელმძღვანელოსმომზადების საკანონმდებლო საფუძველს ქმნის.

ბიურომ საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარმოდგენილია გადაწყვეტილება თავდაცვის ძალების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.

ბიურომ ცნობად მიიღო პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მომართვა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პარლამენტის წევრის გივი ჭიჭინაძის არჩევის შესახებ.

ბიუროზე დასამტკიცებლად წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის ლოგოს ნიმუში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასურველია, საქართველოს პარლამენტის ახალ ლოგოსთან დაკავშირებით, დამატებით მსჯელობა გაიმართოს. მისივე თქმით, ამისთვის ფორმატი უნდა განისაზღვროს.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეისთვის განსაზღვრულია ლოგო, სადაც ასახულია პარლამენტის ქუთაისის შენობა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ლოგოს ცვლილება. რეგლამენტის თანახმად, ეს ბიუროს პრეროგატივაა. ამასთან დაკავშირებით, გამოცხადდაკონკურსი: ერთი ეტაპი - სადაც არცერთი ნიმუში არ იქნა მოწონებული, შემდეგ, მეორე ეტაპი. წარმოდგენილია ლოგოს ნიმუში, რომელიც ალბათ, თქვენ ნახეთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა მეტი მსჯელობა. ალბათ, ამასთან დაკავშირებით, ფორმატიცუნდა მოვიფიქროთ. ლოგო არ არის ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება, ერთი ხელის მოსმით გადაწყდეს. ამიტომ, რაღაც ფორმატი განვსაზღვროთ, შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ როგორც კონცეფციასთან, ასევე, კონკრეტულად, შესაბამის შესრულებასთანდაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სჯობს, რომ დღეს არ გავიტანოთ კენჭისყრაზე, დამატებით ვიმსჯელოთ და შემდეგ მოვუბრუნდეთ ამ საკითხს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების შერჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ და მათი წარდგენა პარლამენტისათვის მოხდა გაურკვეველიპროცედურით. მისი ინფორმაციით, ხვალ, 27 დეკემბერს ფრაქციის გადაწყვეტილებით, დეპუტატები პარლამენტში შეხვდებიან იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს აღნიშნულ პროცესს, რათა მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღონ. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით შეხვედრა ღია ფორმატში გაიმართება და ყველა მსურველს ექნება დასწრების საშუალება.

საკითხთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ პოზიცია დააფიქსირა. პროცესის გამჭვირვალობისთვის ფრაქციის თავმჯდომარეს მიაჩნიათ, რომ კარგი იქნება შესაბამის კომიტეტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაცარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ექნებათ მუშაობის საშუალება. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს წევრებად შემოთავაზებულია კანდიდატები ყოველგვარი კრიტერიუმებისა და შერჩევის ღია პროცესის გარეშე, ახლა ჯერიპარლამენტზეა, რომელმაც ყველა სტანდარტი უნდა დაიცვას, რათა უვადოდ არ დაინიშნონ უზენაეს სასამართლოში ის პირები, რომლებიც არ შეეფერებიან ამ პოზიციას და თანამდებობას.

ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა