logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
00:15 26.12.2018
თბილისში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებებს, ქართული მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი ხელმძღვანელობდა.



საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. აღინიშნა, რომ მთელ რიგ საკითხებში თანამშრომლობა დინამიურად და პოზიტიურად ვითარდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები დამატებით იმპულსს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობებში. მანვე, სომეხ კოლეგას, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მოაწოდა ინფორმაცია. ქართულმა მხარემ იმ გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა, რაც რეფორმების გატარების პროცესში დაუგროვდა.



სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ კავშირებზე ისაუბრა. მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა საქართველოსთან აქტიურად ანვითარებს ურთიერთობებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა სომხეთიდან საქართველოში ტურისტების მზარდ რაოდენობას. მოლაპარაკებების მსვლელობის დროს, საქართველო-სომხეთს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გამტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ამ მიმართულებით სამომავლო სამოქმედო გეგმებიც დაისახა.



საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები ყოველწლიურად იმართება და მასში ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა