logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ვისურვებდი, 2019 წელს უფრო მეტი პრობლემის მოგვარება და მეტი პროექტის განხორციელება შევძლოთ
კახა კალაძე: ვისურვებდი, 2019 წელს უფრო მეტი პრობლემის მოგვარება და მეტი პროექტის განხორციელება შევძლოთ
00:11 26.12.2018
ერთი წელი ცოტა დროა იმისთვის, რომ დედაქალაქში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდეს, თუმცა მომავალი წელს უფრო მეტი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, რომელიც დღეს საკრებულომ დაამტკიცა. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოშიშემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, ჩემს თანაგუნდელებს, ოპოზიციასაც, რომ დღეს კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, თბილისის მოსახლეობისთვის იმ ერთწლიანი მუშაობის შედეგები გამეცნო, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, ერთი წელი ცოტაა იმისთვის, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემები სრულად მოგვარდეს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მყარი საფუძველი ჩავუყარეთ ქალაქის სწორ და მდგრად განვითარებას არაერთი მიმართულებით.

როდესაც სრულიად გულწრფელად, მთელი მონდომებით, სიყვარულით, ცდილობ ბოლომდე დაიხარჯო და მაქსიმალური გააკეთო შენი ქალაქისთვის, დამერწმუნეთ, რომ ამას მოსახლეობა ხედავს და შემხვედრ ნაბიჯებს დგამს. ეს ყოველმხრივ უწყობს ხელს ჩვენი საერთო საქმის წინ წაწევას და ამასთან დაკავშირებით არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. მე ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, ყოველი პრობლემის მოგვარების პროცესში ვგრძნობ და ვივსები პოზიტიური ენერგიით, ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო მასშტაბური და საშური საქმეების კეთების ენერგიით, ამიტომ ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ და რასაც ვისურვებდი, არის ის, რომ 2019 წელიკიდევ უფრო აქტიური წელი იყოს და შევძლოთ იმაზე მეტი პრობლემის მოგვარება, იმაზე მეტი პროექტის განხორციელება, ვიდრე დღეს წარდგენილი ბიუჯეტით არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კოლეგებს, თანაგუნდელებს, თბილისს და თითოეულ თბილისელს წარმატება უსურვა და სურვილი გამოთქვა, რომ 2019 წელს თბილისი უფრო კომფორტული, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად სუფთა იყოს.

„ხედავთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გაწერილი გეგმები საკმაოდ ამბიციურია და ეს ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია, რომელიც ჩვენს ქალაქს უკანასკნელი წლების განმავლობაში ჰქონია. 2019 წელი იქნება კიდევ უფრო უკეთესი წელი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ხვალინდელი თბილისი უფრო კომფორტული იყოს საცხოვრებლად, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ყველა რაიონში, უბანში, ქუჩაზე, რომხვალინდელი თბილისი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე სკვერებით, მწვანე ქუჩებით. მე დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენ შევძლებთ ერთიანი ძალისხმევით და მოსახლეობის მხარდაჭერით, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ და გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, ვემსახუროთ ჩვენს თბილისს, თითოეულ თბილისელს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. ზუსტად ამიტომ ვართ ჩვენ დღეს ხელისუფლებაში, ამიტომ გვაძლევს მოსახლეობის უმრავლესობა ხმას, რომ საზოგადოებას არ ვყოფთ „იმისიანებად“ და „ამისიანებად“. ყველას კარგად გვახსოვს, სად მიგვიყვანა ამ დაყოფამ და არასდროს საქართველოში არ დაბრუნდება ის წლები, როდესაც მოსახლეობა გარკვეულ ჯგუფებად და პოლიტიკური პარტიების მიმდევრებად იყოფოდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზოგადოება გავაერთიანოთ, რადგან სერიოზული გარე გამოწვევები გვაქვს და ამას ერთიანი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა