პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე აჭარაში ბავშვებში ნაწლავური დაავადებების
გამომწვევ მიზეზად შავი ზღვის დაბინძურებულ სანაპირო ზოლს მიიჩნევს.
როგორც ღოღობერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბოლო დღეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ აჭარაში ბაშვებში ნაწლავური დაავადებების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.
მისი თქმით, ხელისუფლება შესაძლო ეპიდემიის პრევენციისთვის არანაირ რეაგირებას არ ახდენს.
„თავისუფალი საქართველო“ საზოგადოებას აფთხილებს, რომ აჭარაში, კერძოდ, ბათუმში ზღვაზე ბანაობა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. ამასთან, პარტია მიიჩნევს, რომ ტურისტების რაოდენობაზე პრიორიტეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა“ - განაცხადა ღოღობერიძემ.
პარტია ხელისუფლებას ყველა საჭირო ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდებს, რათა ეპიდემიის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

















