logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა
პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა
17:55 25.12.2018
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს.



როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ განმარტა, არსებული კანონი ითვალისწინებს შვიდ უსაფრთხოების სფეროს. ესენია: სახელმწიფო თავდაცვა; საგარეო უსაფრთხოება; შიდა უსაფრთხოება; სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება; ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება; ინფორმაციული უსაფრთხოება და მართლწესრიგი.



„ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, როდესაც გაუქმდა ეროვნული უშიშროების საბჭო, ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინირებელ ორგანოდ განსაზღვრული არის საქართველოს მთავრობა, რომელსაც არ ჰყავს ის აღმასრულებელი რგოლი, რომელიც შვიდივე უსაფრთხოების სფეროს საკითხებს გაუწევდა კოორდინაციას და ამ დარგში პოლიტიკას განახორციელებდა. ამოსავალი წერტილი იყო ამ მაკოორდინირებელი ორგანოს ჩამოყალიბება“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ. მისი თქმით ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციას პროექტის თანახმად, პრემიერმინისტრის სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გაუწევს, რომელშიც შევა რვა მუდმივმოქმედი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი. ესენი არიან; თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვის სამსახური და თავდაცვის ძალების მეთაური, მათ შორის პრემიერ მინისტრი, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. ასევე, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება საბჭოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი“, - განაცხადა მომხსენებელმა.



კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სხვადასხვა კრიზისული ვითარების მართვას პრემიერ მინისტრი ეროვნული სიტუაციური ოთახის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც წარმოადგენს სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ პუნქტს. „დღეს, ეროვნულ სიტუაციურ ოთახს იყენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ის არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების, არამედ, სხვა კრიზისული ვითარების (ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციის) სტრატეგიულ დონეზე მართვის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.



„ეს არის ოთახი სადაც ჩვენ შეგვიძლია შევკრიბოთ სხვადასხვა უწყებებიდან ერთდროულად ასამდე თანამშრომელი, იმისთვის, რომ უსაფრთხოების ერთიანი სურათი შევქმნათ და გავაანალიზოთ ინფორმაცია, რომელიც შემოდის სხვადასხვა უწყებიდან“, - განაცხადა ეროვნული სიტუაციური ოთახის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ.



პროექტის თანახმად, საბჭოს ეყოლება ცალკე, დამოუკიდებელი აპარატი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით.



წარმოდგენილი კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტატუსის, უფლებამოსილებების, მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დასაქმებული იქნებიან როგორც საჯარო მოსამსახურეები, ასევე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები. იმ მოსამსახურეებზე, რომლებსაც მიენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება, გავრცელდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები და შეზღუდვები. საბჭოს აპარატის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბჭოს აპარატის მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ იქნება დადგენილი.



როგორც მომხსენებელმა განმარტა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქვეყნაში იქმნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომლის სტრუქტურისა და კომპეტენციების განსაზღვრის დროს გათვალისწინებული იქნა საზღვარგარეთის კერძოდ, ჩეხეთისა და სლოვენიის პრაქტიკა.



საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, წარმოდგენილ ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა