logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები  დირექტორებს, მასწავლებლებს და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები დირექტორებს, მასწავლებლებს და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ
17:45 25.12.2018
საქართველოს პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ წარმომადგენლების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან, მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრას უმასპინძლა.



შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.



„მიხარია, რომ ქვეყნაში ჩნდება ინიციატივები, რომელიც უფრო მეტად აფასებს პედაგოგის პროფესიას. სახელმწიფო, თავის მხრივ, ყოველმხრივ ზრუნავს, რომ გაიზარდოს როგორც ფინანსური, ასევე პროფესიულ მოტივაცია. შეიცვალა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომ უფრო კოლეგიალური და უფრო მხარდამჭერი დამოკიდებულება იყოს პედაგოგების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2021 წელს, პრაქტიკულად, გაორმაგდება განათლების სისტემის დაფინანსება. სახელმწიფოს მხარდაჭერის პარალელურად კი ჩნდება არაჩვეულებრივი ინიციატივები საზოგადოებრივ და კერძო სექტორში. ჩვენ, დღევანდელი მოცემულობით ვართ სახელმწიფო, სადაც საჯარო და კერძო თანამშრომლობით სხვადასხვა სფერო ვითარდება და განათლების სისტემაც ეტაპობრივად თანამშრომლობის ამ ფორმატზე გადადის“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.



განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა აკადემიურ პროცესში და სოციალურ პროგრამებში მშობლების ჩართულობაზე და ამ მიმართულებით პროექტ „izrune.ge“-ის მნიშვნელობაზე.



„ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ოჯახის ჩართულობა და პედაგოგის და მშობლის ურთიერთობა ბავშვის მხარდასაჭერად გაძლიერდეს, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩემთვის, ამ პროექტის - „იზრუნე.ge“-ს ყველაზე დიდი ხიბლი არის სწორედ ის, რომ ხდება სამკუთხედის შეკვრა - ბავშვის, ოჯახის და სკოლის და ძალიან სწორი მოტივაციით, სტიმულაციის მექანიზმებით რეალურად გვაქვს საშუალება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად გამოვლინდნენ არაჩვეულებრივი ბავშვები, გამოვლინდნენ განსაკუთრებით გამორჩეული პედაგოგები“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.



განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტი „izrune.ge“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიდგომაა, რადგან ის ინოვაციურია.



„ასეთ ინოვაციურ მიდგომებს ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. თვითმყოფადი ინიციატივები, რომელიც კონკრეტული საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღებია, ბევრად უფრო პერსპექტიული და წარმატებულია, ვიდრე ხისტი რეფორმები, რომელიც ვერტიკალზე დირექტივების სახით შეიძლება იყოს მოწოდებული.



იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი არამარტო საქართველოში იქნება წარმატებული, არამედ ნამდვილად შევძლებთ მოვახდინოთ ამ გამოცდილების გაზიარებას სხვა ქვეყნებში“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.



შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ასევე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა.



„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტარებმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, „ეტალონის“ ჯგუფმა, რესურს-ცენტრების წარმომადგენლებმა და სკოლის დირექტორებმა გავაძლიეროთ არაფორმალური განათლების მიმართულებები იმიტომ, რომ პირველ რიგში, უსაფრთხო გარემო შევუქმნათ ახალგაზრდებს და მეორე, სრულყოფილად შევეცადოთ მათი რეალიზაციის მოხდენას. ახალგაზრდების რეალიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამისთვის აუცილებელია ჩვენს ბავშვებს შევასწავლოთ ქმედითი აზროვნება“,-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.



განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა კომიტეტისა და სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე. მისივე თქმით, წელს 180 მილიონ ლარამდეა გაზრდილი განათლების და მეცნიერების მიმართულების დაფინასება და ასევე, დაანონსებულია, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში განათლების დაფინანსება ორციფრა ნიშნული გახდება.



როგორც გენადი მარგველაშვილმა აღნიშნა, არაფორმალური განათლების გაძლიერება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სკოლების დირექტორებზე და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებზე.



განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პროექტ „izrune.ge“-ზე და მის პრინციპზე - ბავშვის განათლების პროცესში მშობლების ჩართულობის გაზრდაზე.



გენადი მარგველაშვილის განცხადებით აუცილებელი, რომ არაფორმალური განათლების მსგავს პროექტებს სპონსორებმა აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ.



საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, „izrune.ge“-ს ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ისაუბრა გაწეულ საქმიანობაზე და შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინოვაციური საგანმანათლებლო ვებ-გვერდის www.izrune.ge-ს პრინციპები.



პორტალის მიზანია ოჯახის წევრებს მისცეს საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდაზე, განათლებასა და წახალისებაზე. ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.



რეგისტრაციის შემდეგ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები. ​მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაიარონ სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის, რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ მშობლის თანდასწრებით.



ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge -ს შესახებ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს პარლამენტის წევრებმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებმა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა