logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს
17:16 25.12.2018
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი ჭიჭინაძის არჩევას, კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ახლადარჩეულმა კანდიდატმა კომიტეტში სალომე ზურაბიშვილი შეცვალა, რომელსაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტად არჩევის გამო შეუწყდა.

„სალომე ზურაბიშვილი არჩეულია საქართველოს პრეზიდენტად. პარლამენტის დადგენილებით, მას საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. შესაბამისად, მან დატოვა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა. ვსარგებლობ კომიტეტის თავმჯდომარის უფლებით, წარმოგიდგინოთ პირველი მოადგილის პოსტზე გივი ჭიჭინაძის კანდიდატურა. ამასთან, ვითვალისწინებ ფრაქციების რეკომენდაციებს აღნიშნულ კანდიდატთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რეკომენდაციით მიმართავს, რათა გადაცემათა ციკლში რადიოგადაცემა - „ემიგრაციის ხმა“ ჩართონ.

როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში შემოსულია კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრის წერილი, სადაც წარმოდგენილია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ მომზადებული რადიოგადაცემის - „ემიგრაციის ხმა“ - პროექტი.

„აღნიშნული პროექტიდან ნათლად ჩანს გადაცემის აქტუალურობა თანამედროვე რეალობაში, პროექტის მიზნები და რადიოგადაცემების თემატიკა. მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართულ ემიგრაციასთან ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმატი. გადაცემა ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორასთან კავშირების გაღრმავებას, პრობლემების გამოკვეთას და მათი გადაჭრის გზების გამონახვას. გარდა ამისა, რადიოგადაცემის მეშვეობით მოხდება სახელმწიფოს დიასპორული და მიგრაციული პოლიტიკის პოპულარიზაცია. ჟურნალისტების აღნიშნულ ჯგუფთან და მსგავსი სახის რადიო გადაცემასთან კომიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს წინა წლებში და დავრწმუნდით მის მნიშვნელობაში ქართული სახელმწიფოსა და ქართული დიასპორისათვის“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა