logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა
16:46 25.12.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.



წარმოდგენილი ცვლილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება შესაძლებელი ხდება სამოხელეო დანაშაულების მთლიან თავზე და არა მის ცალკეულ მუხლებზე, როგორც ეს ამჟამად არის განსაზღვრული. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ჩამონათვალი შესაბამისობაში მოდის დღემდე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან, შესაბამისად, უქმდება იმ მუხლებზე მითითება, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ისედაც განეკუთვნებიან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს და მათ დამატებით გამოყოფა აღარ არის საჭირო.



როგორც მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, ცვლილების ინიცირება განპირობებულია, პირველ რიგში, ანტიკორუფციული მექანიზმების გაუმჯობესებით, ვინაიდან ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამოხელეო დანაშაულებზე დაშვებული იქნას ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, მიუხედავად დანაშაულის კატეგორიისა, რაც გაზრდის დანაშაულთან ბრძოლის და მისი გამოძიების ეფექტიანობას. მისი თქმით, მეორე მხრივ, ეს ეხმიანება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელშიც არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, რომ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია და არ დაიშვება ცალკეულ ნორმებთან მიმართებაში მსგავსი საპროცესო მოქმედებების გატარების შესაძლებლობა.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტი უწყებებთან და მათ შორის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელებთან ერთად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 136 მუხლის ცვლილებაზე მუშაობს, რომელიც ეხება დაცვის მხარისთვის იმ შესაძლებლობის მიცემას, რომ მას ჰქონდეს წვდომა კომპიუტერული ინფორმაციის მოპოვებაზე, რაც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო. მისივე თქმით, კომიტეტსაც მიაჩნდა, რომ ის ნორმა იყო დისკრიმინაციული.



„მუშაობის პროცესში გამოჩნდა, რომ ცვლილება მოითხოვა სხვა მუხლებმაც და მათ შორის ამ თემამაც. ჩვენ ცოტა განსხვავებულ ხედვა გვაქვს. მუხლების დამატებას ხომ არ ჯობია ვიფიქროთ იმ სტანდარტებზე და პრინციპზე, რომელიც ევროსასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში თქვა, როდესაც პროპორციულობის ტესტზე ისაუბრა, რომ გამოიყენო მაშინ და იმ დანაშაულობებზე, სადაც აუცილებელია ამ ტიპის ჩარევა ადამიანის პირად სივრცეში. ამ საკითხებზე ვმუშაობთ და მალე გავხსნით დისკუსიას. მგონია, ეს საკითხები იმ ჭრილში უნდა განვიხილოთ, რომ ერთიანი იყოს ხედვა და მიდგომა. ამიტომ, გთავაზობთ დღეს არ მივიღოთ გადაწყვეტილება ამ საკითხზე, რადგან ეს კავშირშია იმ პროცესთან, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის წინადადებით, კომიტეტი შემოთავაზებულ ცვლილებაზე გადაწყვეტილებას კონსულტაციას გამართვის შემდეგ მიიღებს.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.



პროექტის თანახმად, ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილში, კერძოდ: განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა, ნაცვლად ოცდახუთი წლისა განისაზღვრება ოცდაათი წელი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროქტის პლენარულს სხდომაზე განხილვას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.



კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1561 მუხლი „პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა“, რომლითაც ასეთი ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა 200 ლარით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



კომიტეტმა, ასევე მესამე მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.



შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ყველა ეტაპზე პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, მუხლობრივად განიხილა კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანმდევ პროექტებთან ერთად.



ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის ვადის 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 ივლისამდე გადადებას. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.



კანონპროექტი არეგულირებს გარკვეული ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ადგილზე გამოწერის საკითხებს. კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს, მიენიჭებათ შესაძლებლობა საჯარიმო ქვითარი შეავსონ როგორც კალმით, ისე ელექტრონული ფორმით. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა