logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო უწყებაში გაიმართა შეხვედრა აქციის საორგანიზაციო ჯგუფთან, რომელიც გლობალურ კომპაქტთან საქართველოს მიერთებას აპროტესტებს
საგარეო უწყებაში გაიმართა შეხვედრა აქციის საორგანიზაციო ჯგუფთან, რომელიც გლობალურ კომპაქტთან საქართველოს მიერთებას აპროტესტებს
17:33 24.12.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა მოქალაქეთა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო ჯგუფთან, რომლებიც გლობალურ კომპატთან საქართველოს მიერთებას აპროტესტებენ. შეხვედრას ესწრებოდნენ "ქართული დასის" ხელმძღვანელი ჯონდი ბაღათურია, "ეროვნულ ძალთა შეთანხმების" ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ჩაჩუა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საორგანიზაციო ჯგუფს განუმარტეს გლობალური კომპატის მიზნები და პოზიცია, რომლითაც კენჭისყრის დროს იხელმძღვანელა ქართულმა მხარემ.

შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ მიგრაციის გლობალური კომპაქტი წარმოდგენს სამართლებრივად არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს გლობალური მასშტაბით მიგრაციის უკეთ მართვას. იგი არ ეხება მხარდამჭერ ქვეყნებში მიგრანტთა გადაადგილების საკითხებს და ამ თემაზე დოკუმენტში საერთოდ არ არის საუბარი. აღინიშნა, რომ მიგრაციის კომპაქტი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მიგრაციის საკითხების გადაწყვეტისას ცაკლეული ქვეყნების ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების პატივისცემა და იქ არსებული რეალობის, შესაძლებლობების და განვითარების დონის მხედველობაში მიღება. აღინიშნა, რომ კომპაქტის მიზნებით გათვალისწინებული მთელი რიგი ქმედებები ისედაც პრიორიტეტული იყო საქართველოსათვის და დოკუმენტის მიღებამდეც ხორციელდებოდა და ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, ევროკავშირის, გაეროსა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დახმარებით.

მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველო თავად არის მიგრანტთა წარმოშობის ქვეყანა და კომპაქტით გათვალისწინებული მიზნების შესრულება გლობალურ დონეზე, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი ინტერესების დაცვას.

შეგახსენებთ 2018 წლის 10-11 დეკემბერს, ქ. მარაკეშში (მაროკო), გაეროს მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში, მიღებულ იქნა გლობალური კომპაქტი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციისათვის (GLOBAL COMPACT FOR SAFE, ORDERLY AND REGULAR MIGRATION). საქართველო საწყისი ეტაპიდანვე მონაწილეობდა კომპაქტის შემუშავების პროცესში და გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად შეუერთდა კომპაქტს.

აქციის საორგანიზაციო ჯგუფმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოპერატიული რეაგირებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალში- საჭიროების შემთხვევაში - აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საკითხის დეტალურად განხილვის კუთხით, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა